„ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში“ – ნინო თანდილაშვილი

„ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში“ – ნინო თანდილაშვილი
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში სახეზეა გამონაბოლქვით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე აირების გაფრქვევით გამოწვეული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.

„დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. აქ ჩვენ და საზოგადოება ერთიანად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვთქვათ, რომ შეზღუდვები საჭიროა“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით https://nea.gov.ge.
ინფორმაციას როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?