ყოველთვიურად მილიონზე მეტ ადამიანს ვემსახურებით და წლიურად ₾1 მილიარდზე მეტი ბრუნვა გვაქვს – SOCAR-ის დირექტორი სამომავლო გეგმებზე

SOCAR Georgia Petroleum-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა საქართველოს საწვავის საცალო ბაზარზე, კომპანიის წილი ბაზრის 15%-ს აჭარბებს, ხოლო წლიური ბრუნვა 1 მილიარდ ლარს აღემატება – ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, ნოდარ ყანჩაველმა BMGtv-ის “ბიზნესის კვირეულში” ისაუბრა.
მისი თქმით, სადგურები ყოველთვიურად მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, საიდანაც დაახლოებით 100 000 ერთგული მომხმარებელია, ხოლო კორპორაციულად 2 000-ზე მეტ კომპანიას მიეწოდება პროდუქცია.
ყანჩაველის ინფორმაციით, საწვავის სფეროში გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, საქართველოში ბაზარი გაცილებით დივერსიფიცირებულია, ვიდრე სხვა, ბევრი ქვეყნის.
“ზოგადად საქართველოში არსებობს სტერეოტიპი რომ საკმაოდ ცოტა კომპანია ოპერირებს თითქოს საქართველოში ამ ბიზნესში, ინდუსტრიაში. სინამდვილეში, პირიქით არის რა დაახლოებით 50 კომპანია არის იმპორტიორი საწვავის იმპორტიორი. საქართველოში 300 კომპანია ოპერირებს საცალო ბაზარზე ანუ სადგურებით არის წარმოდგენილი ჯამში არის დაახლოებით 1300 სადგური, რაც საკმაოდ დიდი
რაოდენობაა.
მაგალითისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, შევადაროთ პირობითად ოთხჯერ უფრო ნაკლები სადგურია ბაქოში ვიდრე თბილისში, ამსტერდამში ექვსჯერ უფრო ნაკლები
სადგურია. ერთ სადგურზე 2 400 მანქანა მოდის
საქართველოში, მაშინ როდესაც 12 000-მდე მანქანა მოდის ამსტერდამში ერთ ავტოგასამართ სადგურზე.
ჩვენთან, კონკურენცია არის საკმაოდ მძაფრი, ბაზრის ნახევარი უჭირავს არაბრენდულ სადგურებს, ხოლო მეორე ნახევარი უჭირავს ხუთ-ექვს ძირითად ბრენდს, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ერთ-ერთი არის “სოკარჯოჯია პეტროლიომი”.
ახლა ძალიან ტრენდულია, რომ ზოგადად ამ ინდუსტრიაში საწვავი არ იყოს ძირითადი პროდუქტი, რაღაც სხვაც შეიძლება რომ კომპანიამ შესთავაზოს.
ზოგადად მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში და რა თქმა უნდა ქართული ძლიერი კომპანიებიც ადაპტაციას ახდენენ ამ ტრენდზე და ჩვენი ძირითადი მიზანიც არის ჩვენს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში და სტრატეგიაში ვგეგმავთ და დღესაც ვახორციელებთ რომ მაქსიმალურად სერვისების დივერსიფიცირება მოვახდინოთ და მოვერგოთ საჭიროებებზე მანქანის მძღოლის და მის მისი მოთხოვნების თუ სიახლეები რაც მომდინარეა.
ბაზრის წილის მიხედვით სოკარს არც თუ უმნიშვნელო პოზიცია უჭირავს. დაახლოებით 15%-ითა ვართ წარმოდგენილი ქართულ საწვავის ბაზარზე.
უფრო აღქმადი რომ იყოს მაყურებლისთვის, დღეში დაახლოებით 35 000 მომხმარებელს ვემსახურებით. ეს არის თვეში მილიონზე მეტი მომხმარებელი. ჩვენი ყოველთვიური ლოიალური მომხმარებელი საცალო მიმართულებით 100 000-ზე მეტი ადამიანია, ხოლო კორპორაციული მიმართულებით 2 000 კომპანიას ვემსახურებით. მილიარდზე მეტი ბრუნვა გვაქვს წლიურ ჭრილში. კონკურენტული ძირითადი უპირატესობები, რაც მე ვთვლი, რომ გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან ეს არის ძირითადად საწვავის ხარისხი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა” – განაცხადა ყანჩაველმა “ბიზნესის კვირეულში”

” ზოგადად როცა ვსაუბრობთ, რომ ვართ დიდი კომპანია, ეს თავისთავად ნიშნავს იმას რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოებაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ციფრებში დაახლოებით ასე გამოიყურება – ბოლო 15 წლის განმავლობაში გვაქვს 143 მილიონი ლარი დახარჯული CSR მიმართულებით” – განაცხადა სოკარის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.
როგორც ის აღნიშნავს, SOCAR ისეთი ბაზრებზე, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია და , წარმოდგენილია პრემიალური ბრენდით და ოპერირებს მომსახურების სრულიად განსხვავებულ, მაღალი დონის სტანდარტებით.
„SOCAR ამ ქვეყნებში კონკურენტებთან შედარებით ბევრად პრემიალური სეგმენტით არის პოზიციონირებული. პირადად ვყოფილვარ ამ ქსელებში და ზუსტად ვიცი, რამდენად განსხვავებული მომსახურებაა და როგორ მუშაობს პრემიუმ ბრენდის ქვეშ.“
ყანჩაველის განცხადებით, კომპანიის მიზანი საქართველოში იგივე სტანდარტების დანერგვა და განვითარებაა, რაც უკვე წარმატებით განხორციელდა სხვა ქვეყნებში. SOCAR-ის გრძელვადიანი ხედვა სწორედ მომხმარებელზე მორგებულ მრავალმხრივ სერვისებზე, დივერსიფიცირებულ პროდუქტებსა და პრემიუმ ხარისხზეა ორიენტირებული.