საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა „ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ ფულის შენახვის ახალი ინსტრუმენტი შექმნა. ეს ფორსაითის ლარის ფონდია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ლარის ფულად სახსრებზე ყოველდღიურ სარგებელს სთავაზობს.
ფორსაითის ლარის ფონდი არის მოთხოვნამდე ანაბრის ან მიმდინარე ანგარიშის მსგავსი პროდუქტი. ფონდში მინიმალური შენატანი 100 ლარია, სარგებელი კი ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება. ფონდიდან თანხის გატანა მაქსიმუმ ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი, სარგებლის დაკარგვის გარეშე.
ფონდი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვისა და კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული თანხები ლარში მოკლე ვადით, თუნდაც რამდენიმე დღით ან კვირით, და სურთ, რომ ეს ფულადი სახსრები შეინახონ მომგებიანად, თან ისე, რომ თანხა ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს მათთვის.
ფონდის შემქმნელი, ფორსაით ინვესტმენტ გრუპი, არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც მესამე წელია მოღვაწეობს ბაზარზე.
აღსანიშნია, რომ დღესდღეობით საქართველოში სულ სამი ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა – “თიბისი ჯგუფში” შემავალი შპს ”თიბისი აქტივების მართვა”, “საქართველოს ბანკის” ჯგუფში შემავალი “ბი ოუ ჯი აქტივების მართვა” და ლარის ფონდის შემქმნელი “ფორსაით ინვესტმენტ გრუპი”, რომელიც დამოუკიდებელი აქტივების მმართველი კომპანიაა.
ფორსაით ინვესტმენტ გრუპის, როგორც ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა მოიცავს დამზოგველებისა და ინვესტორებისთვის მომგებიან და უსაფრთხო საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. ლარის ფონდის გარდა, ფორსაით ინვესტმენტ გრუპის მიერ შექმნილ საინვესტიციო პროდუქტებში სამი რეგისტრირებული ფონდია, რომლებიც მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) სთავაზობს თანხის დაბანდებას.
ფორსაითის ლარის ფონდით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ეწვიეთ ფორსაითის პორტალს ან დარეკეთ 032 2 22 52 12.
ლინკი: https://portal.foresight.ge/login
(R)