“ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის” – ხვიჩა კვარაცხელია – Marao

“ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის. ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. ისინი ბედნიერები არიან, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს ისეთი განსხვავებული რამაა, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. ჩემთვის ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მე ძალიან მადლიერი ვარ”, – ამბობს იტალიის საფეხბურთო კლუბი “ნაპოლის” მიერ მის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის მეუღლე უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

ასევე დაგაინტერესებთ