ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა ქართული საზოგადოების თვალში აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას
ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ს სანქცირებასთან დაკავშირებით თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. იცით, რომ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ს სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით, შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდ ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების ძირითადი უფლებების განვითარებას და სხვათა შორის, ეს აქტები უკავშირდებოდა პირველ რიგში საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო. რაც არის აღნიშნული ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც TBC ბანკი თანამშრომლობს ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, როგორიცაა ნანა დიხამინჯია, ეს ცალსახად უნდა განვიხილოთ როგორც დაფინანსება და ხელშეწყობა იმ პირების, ვინც საზოგადოებას აპირისპირებს

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში