ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად

ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად
ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პრემიერი ბავშვთა ფსიქოლოგის, ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ს მისამართით ნათქვამ ფრაზებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს.
„ტრაგიკულია ის, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს. მართლა უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები ალბათ ამ ყველაფრით. ზოგადად, ასეთი ფრაზები და ქმედებები აჩვენებს მთლიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები არიან. არც მინდა, შეფასებები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი. ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა. ისინი არიან „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი“ აქტივისტები, „ნაცი ორკები“, სხვა სახელის დარქმევა შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ, მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს, ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი