ყირიმში საკის აეროდრომს, სავარაუდოდ, ATACMS-ის რაკეტებით შეუტიეს. მოსკოვი კვლავ დუმს

26 ივლისის ღამეს ს მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარაკეტო განგაში გამოაცხადა, მაგრამ დაახლოებით ექვს წუთში სარაკეტო იერიშის საფრთხე მოიხსნა.

ამასთან უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“ ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქებში, ევპატორიასა და საკიში, სადაც აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინებში „ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები სავარაუდოდ ისმოდა სოფელ ნოვოფედოროვკის მახლობლად მდებარე საკის სამხედრო აეროდრომზე. საიტი „კრიმსკის ვეტერი“ ამტკიცებს, რომ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე განადგურდა საბრძოლო მასალების საწყობი. ამის შემდეგ ობიექტზე დაიწყო ხანძარი და გარკვეული დროის განმავლობაში გაისმა არანაკლებ 13 აფეთქების ხმა. “”კრიმსკის ვეტერმა” ცნობას აფთქების ამსახველი სავარაუდო ფოტოც დაურთო.
გარდა ამისა, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, ATACMS-ის კიდევ ერთი რაკეტა საკის რაიონის სოფელ შელკოვიჩნოედან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილზე ჩავარდა

იერიშის შედეგად განადგურა რუსეთის არმიის რადიოსალოკაციო სადგური. ტელეგრამის არხის წყაროების თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმს ჯამში ATACMS-ის ოთხი რაკეტით შეუტიეს. ორი მათგანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჰაერშივე ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ანექსირებულ ყირიმზე თავდასხმაზე, წინა შემთხვევების მსგავსად, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც