ყირიმში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობის საცავი იწვის

ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ნავთობის საცავი იწვის. რუსული „ტელეგრამ“ არხები წერენ, რომ ხანძრის წინ მოსახლეობამ აფეთქებების ხმა გაიგო.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.
„ფეოდოსიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მუშაობს. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის არიან. ვიცე-პრემიერი იგორ მიხაილიჩენკო ფეოდოსიაში გაემგზავრა“, – წერს ს ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველი, იგორ კრიუჩკოვი.
ს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმში წუხელ 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„21 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, თორმეტი უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი -კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და თითო უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის, ბრიანსკის და ვორონეჟის ოლქების ტერიტორიებზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს