“ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის… ყირიმი რუსეთს ობამამ გადასცა…” – ტრამპი

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, “ყველას ესმის, რომ დიდი ხანია მათთანაა“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყირიმი რუსეთს „გადასცა“ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
“შეძლებენ ისინი [] მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკის ეს ესმის. მათ [] ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის NATO-ში შესვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნ, რომ “ვერასდროს შევა და უკრაინის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის გამოთქმა ომის დაწყების მიზეზი გახდა.“
არ მგონია, რომ ისინი [უკრაინა] ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ. ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.