პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, ოფიციალურად უკრაინის სამხედრო დახმარების 60,84 მილიარდიანი პაკეტი დამტკიცებულია! ბაიდენის ადმინისტრაციამ დაჩქარებული წესით იმოქმედა და სენატის მიერ გენერალურ კენჭისყრაზე(მომხრე-79, მოწინააღმდეგე-18) დამტკიცებული კანონპროექტს ხელი მოაწერა და აამოქმედა.
სამხედრო დახმარების პაკეტი გადანაწილებულია შემდეგნაირად: 23.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ამერიკის არმიის იმ მარაგების შევსებაზე, რომლებიც სასწრაფო წესით უნდა გადაეცეს უკრაინას 23.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება უკრაინის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე 13.8 მილიარდი დოლარი წავა ამერიკულ სამხედრო კონცერნებთან დადებულ კონტრაქტებზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება იარაღის, ამუნიციის და შეიარაღების სისტემების უკრაინისთვის შესყიდვა 26 მილიონი დოლარი გამოყოფილია გაწეული დახმარების ზედამხედველობაზე, რომლის გაძლიერებასაც ითვალისწინებს კანონპროექტი. ცალკეულ პროტოკოლად გამოიყო: პრეზიდენტი ვალდებულია მიაწოდოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორსმსროლელი MGM-140 ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები 5-8 მილიარდი აშშ დოლარი გაყინული რუსული აქტივებიდან უნდა გადაეცეს უკრაინას (ის თანხა რაც უშუალოდ ამერიკის კონტროლქვეშაა) 2024 წლის 15 ნოემბრის შემდეგ კონგრესს ენიჭება უფლებამოსილება კრედიტის სახით უკრაინისთვის გადაცემული საბიუჯეტო მხარდაჭერა ჩამოწეროს 50%-ით. უკრაინის არმია ეტაპობრივად მიიღებს ცალკეული სამხედრო დახმარებების სახით ამერიკისაგან შეარაღებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე. ამერიკული ლოჯისტიკური მომარაგების კვანძები პოლონეთსა და გერმანიაში სრული დატვირთვით იმუშავებს რომ კვირის ბოლომდე მიაწოდონ უკრაინის არმიას შეარაღება (უცნობია შეარაღების მოცულობა, რომელიც შემდგომ დღეებში გაირკვევა), რომელშიც აუცილებლად იქნება Atacams-ის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, Patriot-ის საზენტიო სისტემისათვუს Pac-2-ისა და Pac-3-ის საზენიტო რაკეტები, ასევე დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა… ამასთანავე დიდმა ბრიტანეთმა უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის 617 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება დაუმტკიცა უკრაინას, რომელშიც მრავლად არის როგორც ჯავშანტექნიკა(400 ერთეულამდე) ასევე საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებს (Storm shadow) და საავიაციო ბომბები(Paveway IV) პარალელურად საფრანგეთი ამზადებს დიდი მოცულობის დახმარებას უკრაინისათვის, დახმარების ახალ პაკეტში, Aster-30 საზენიტო რაკეტებს გადასცემს SAMP-T საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო სისტემებისათვის, რომელსაც ამერიკული MIM 104 Patriot-ის საზენიტო სარაკეტო კომლექსის მსგავსად შეუძლია ბალისიტიკური და აერობალისტიკური რაკეტების გადაჭერა/განეიტრალება, სავრაუდო უკრაინას ასევე მიაწვდის იტალია და საფრანგეთი დამატებით Samp-T- შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო სარაკეტო კომპლექსების რამდენიმე ბატარეას უახლოეს პერიოდში… გერმანია მუშაობს პარტნიოერბთან(საბერძნეთი ამერიკა) ერთად უკრაინისათვის დამატებით MIM 104 Patriot-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გადაცემაზე საუბარია 7 ბატაერაზე, პარალელურად ბრიტანეთის პრემიერი რ.სუნაკი მოლაპარაკებებს მართავს კანცლერ შოლცთან საჰაერო ბაზირების Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისათვის გადაცემაზე თანხმობისათვის. დიდი ალბათობით F-16-ის კოალიცია უკრაინისათვის ზაფხულისათვის ამოქმედდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საოკუპაციო ძალების საჰაერო უპირატესობის გასანეიტრალებლად… აღნიშნული შეარაღების მიღების შემდგომ უკრაინის არმიისათვის პრიორიტეტს წარმოაგდებს ფრონტის ხაზების სტაბილიზაცია და რუსული საჰაერო უპირატესობის განეიტრალება, ამასთანავე უპირველეს სამიზნეს წარმოადგენს ყირიმის (ქერჩის) ხიდი, რომელიც მთავარ ლოჯისტიკურ კვანძს წარმოადგენს სამხრეთის ფრონტზე, (რომლის განადგურების ტექნიკური შესაძლებლობა უკრაინას უახლოეს პერიოდში მიიღებს) მისი განადგურების შემთხვევაში ოკუპირებული ხერსონის ბედი ფაქტობრივად გადაწყდება რაც უკრაინის არმიას მისცემს შესაძლებლობას სამხრეთიწ ფრონტი შუქზე გახლიჩოს და რუსების მოსალოდნელი დიდი შეტევა ჩაშალოს ფრონტის სხვა მიმართულებებზე….