დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.
რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ ქერჩის მცხოვრებლებმა ღამით აფეთქებების ხმები გაიგონეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წყარომ დაუდასტურა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად “სერგეი კოტოვი” ჩაიძირა.