ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეხუთე სამიტი ნიუ-იორკში გაიმართება

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეხუთე სამიტი 24 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
მისი თქმით, სამიტი, რომელიც გაეროს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება, კიდევ ერთხელ დაადასტურებს გლობალურ ერთგულებას გაერო-ს წესდების მიზნებისა და პრინციპების მიმართ – სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მიმართ.
„სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მტკიცე პოზიციას გაერო-ს წესდების დაცვასთან დაკავშირებით რუსეთის აგრესიისა და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობის კონტექსტში. 2014 წლიდან ასამბლეამ ოცზე მეტი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის ნაწილია“, – აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, მოუწოდებს გაერო-ს ყველა მშვიდობისმოყვარე წევრ სახელმწიფოს, შეუერთდნენ სამიტს, დაიცვან გაერო-ს ქარტია და ხელი შეუწყონ სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში.
ყირიმის პლატფორმის წინა სამიტი 2024 წლის 11 სექტემბერს, კიევში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის