ყირიმზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, „ბელბეკის“ აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარია

ყირიმში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა და აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაკეტილი იყო მოძრაობა ყირიმის ხიდზე.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხეილ რაზვოჟაევის
თქმით, სევასტოპოლზე მასიური თავდასხმა მოიგერიეს.
მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის „ბელბეკის“ აეროდრომის მიდამოში.
„ტელეგრამ“ არხი ASTRA ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაახლოებით 20 რაკეტა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბელბეკის“ აეროდრომის მიდამოში ხანძარია.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება