ყირიმზე კიევის “ატაკამსებით” თავდასხმის გამო, რუსეთი აშშ-ს შურისძიებას ჰპირდება

კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა შეერთებული შტატები ყირიმზე თავდასხმაში, უკრაინისთვის -ის მიერ მოწოდებული ATACMS რაკეტების გამოყენებით. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 151 კი – დაშავადა. მოსკოვმა ოფიციალურად გააფრთხილა აშშ-ის ელჩი, რომ ამას შურისძიება მოჰყვება.
”თქვენ უნდა ჰკითხოთ ჩემს კოლეგებს ევროპაში და უპირველეს ყოვლისა ვაშინგტონში, პრესმდივნებს, რატომ ხოცავენ მათი მთავრობები რუს ბავშვებს. უბრალოდ დაუსვით მათ ეს კითხვა,” – განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, თავდასხმის შესახებ.
ს ოფიციალური პირების ცნობით, კვირას, სევასტოპოლზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ბავშვი დაიღუპა.
რუსეთი აცხადებს, რომ იარაღი შეერთებული შტატების მიწოდებულია, ხოლო ამერიკელმა სამხედრო სპეციალისტებმა იარაღის დამიზნებასა და მოანცემების შეგროვებაზე იმუშავეს.
არც ს და არც შეერთებულ შტატებს, თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ .
უკრაინის ომმა ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია რუსეთსა და დასავლეთს შორის, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონფლიქტი დღემდე ყველაზე საშიში ესკალაციის ფაზაში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ