ყირგიზეთში, სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.
GFZ-ის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ახლომდებარე ყაზახეთში, იგივე მიწისძვრა 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.
დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ არის.
