ყირგიზეთში უცხოელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შედეგად, დაშავებულია ათეულობით პირი, დააკავეს ოთხი უცხოელი

ყირგიზეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ 28 პირი, მათ შორის სამი უცხოელი, დაშავდა 17-18 მაისის ღამით ბრბოს ძალადობის შედეგად, რომელიც, ჩანს, მიმართული იყო უცხოელი სტუდენტების და მიგრანტების წინააღმდეგ. ამავე ცნობით, დაკავებულია ოთხი უცხოელი.
ძალადობას მოჰყვა დიპლომატიური რეაქცია ს და ინდოეთის მხრიდან. ამ ქვეყნებმა გააფრთხილეს ბიშკეკში თავიანთი მოქალაქე სტუდენტები, შინ დარჩნენ.
ძალადობამ იფეთქა მას მერე, რაც 13 მაისს ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ვითომ ყირგიზი სტუდენტების ჩხუბი ეგვიპტელ მედიკოს-სტუდენტებთან. ბიშკეკის ზოგიერთ რაიონში მას მერე, რაც ინტერნეტით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გავრცელდა ცნობა, რომ ნაცემები ყირგიზი სტუდენტები არიან, შეიკრიბნენ ადამიანების ჯგუფები. ბოლოს მილიციამ ალყა შემოარტყა ამ რაიონებს მას მერე, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს როგორ ესხმის ბრბო თავს უცხოელ სტუდენტებს ქუჩაში, საერთო საცხოვრებლის მახლობლად და სცემენ მათ შენობის შიგნით.
ს მთავრობის განცხადებით, დაიწყო გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან. ის უარყოფს „ინსინუაციას, რომელიც უცხოელი სტუდენტების წინააღმდეგ შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს“, მაგრამ ძალადობაში ადანაშაულებს არალეგალურ მიგრანტებს. მთავრობა აცხადებს, რომ „გადამჭრელ ზომებს მიიღებს არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად და არასასურველი პირების ყირგიზეთიდან გასაძევებლად“.