ყირგიზეთში დააკავეს უშიშროების სამსახურის ყალბი თანამშრომელი, რომელიც ქრთამს სძალავდა უცხოელს

ყირგიზეთის ხელისუფლებამ 12 ივლისს განაცხადა, რომ ორი დღის წინ დააკავეს კაცი, რომელიც ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლად ასაღებდა თავს და 3000 დოლარს იღებდა ჩინეთის მოქალაქისგან.
გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ კაცმა მსხვერპლს ადრე გამოსძალა 18 000 დოლარი და “დაჰპირდა” მის წინააღმდეგ დაწყებული – დაუზუსტებელი – საგამოძიებო საქმის დახურვას.
წარსულში ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როცა ადამიანები, უცხოელებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, თავს სამართალდამცავებად ასაღებდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ