ყირგიზეთმა თალიბანი ამოიღო ტერორისტთა სიიდან

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ტერორისტთა სიიდან ამოიღო თალიბანი, საიმისოდ, რომ “უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული სტაბილურობა და კიდევ უფრო განვითარდეს მიმდინარე დიალოგი”.
ერთი დღით ადრე, თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ავღანეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიშკეკს მადლობა გადაუხადა ჯგუფის ამოღებისთვის ტერორისტთა ნუსხიდან.
ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის ოფისმა მიმდინარე კვირაში გაავრცელა ტერორისტულად მიჩნეული 20 ჯგუფის სია, რომელშიც თალიბანი არ არის დასახელებული.
თალიბებმა ავღანეთზე კონტროლი აღადგინეს 2021 წლის აგვისტოში, მას მერე, რაც ქვეყნიდან გავიდნენ -ის ძალები.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)