მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან

ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან, იმ ფონზე, როცა რუსეთში გაძლიერებულია შემოწმების ზომები შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუსზე” მარტის ბოლოს მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ.
ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს რჩევა 2 მაისს გამოაქვეყნა და მოქალაქეები გააფრთხილა გაძლიერებული შემოწმების და კონტროლის შესახებ საზღვრებზე, ს წარმომადგენელთა მხრიდან.
ამ განცხადების ფონია უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები რუსეთში მზარდი ქსენოფობიის შესახებ შუააზიელების მიმართ, საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 144 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათობით პირი.
თავდასხმაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე დააპატიმრეს 11 ტაჯიკი კაცი და ს ერთი მოქალაქე ყირგიზული წარმომავლობით.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს