ყირგიზეთი “აფხაზური სანომრე” ნიშნების მქონე მანქანების ლეგალიზაციას დაიწყებს

მარტიდან “აფხაზური სანომრე” ნიშნების მქონე მანქანების ლეგალიზაციას დაიწყებს. ინფორმაციას პროპაგანდისტული გამოცემა Sputnik-ი ავრცელებს.
დეპუტატ ჟანარ აკაევის განცხადებით, ყირგიზეთში აფხაზური ნომრით დაახლოებით 15 ათასი ავტომანქანა დადის. ისინი ბიშკეკში უკანონოდ, რეგისტრაციის გარეშე ხვდება.
მანამდე მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ ასეთ მანქანებს ხშირად იყენებენ ტაქსებად, რაც ხშირად, ავარიების მიზეზი ხდება.

გამოცემის თანახმად, პირველ ეტაპზე დოკუმენტებიანი მანქანების ლეგალიზება მოხდება, მეორე ეტაპზე – უსაბუთო, მაგრამ ტექნიკურად გამართული ავტომობილების.