ყირგიზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს სახელმწიფო დროშის შეცვლის შესახებ.
ყირგიზეთის დროშა არის წითელი ქსოვილი, რომლის ცენტრში მზის დისკია. მის შიგნით არის გამოსახული ტუნდუკი – სფერული სტრუქტურა, რომლითაც გვირგვინდება ყირგიზული იურტა. მზის 40 სხივი კი ნიშნავს უძველესი ტომების გაერთიანებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნურლან შაკიევმა პარლამენტარებს შესთავაზა დროშის შეცვლა ისე, რომ მზის სხივები უფრო რეალისტურად იყოს გამოსახული.
