ყირგიზეთის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მედია საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლს ამკაცრებს. კრიტიკოსების შეფასებით, ეს ქვეყანაში პრესის თავისუფლებისთვის ქვეყანაში დიდი დარტყმაა იქნება.
ოთხშაბათს საღამოს დამტკიცებული კანონმდებლობის თანახმად, ყველა საინფორმაციო ვებგვერდი უნდა დარეგისტრირდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო მთავრობას ექნება უფლებამოსილება, გასცეს და გააუქმოს ლიცენზიები, როგორც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ.
იურისტები და მედიის მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ ახალი კანონი დიდი ალბათობით დამოუკიდებელი და კრიტიკული საშუალებების ჩასახშობად იქნება გამოყენებული.
როგორც Reuters წერს, ყირგიზეთი, ოდესღაც ცენტრალურ აზიაში პრესის თავისუფლების შედარებით თავშესაფრად ითვლებოდა. ბოლო წლებში დაპატიმრებების, სამართლებრივი ზეწოლისა და კრიტიკული მედიასაშუალებების დახურვის ფონზე ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის მკვეთრი კლება შეინიშნება.
