ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში საქონლის რეალური მიწოდების გარეშე გადახდები აკრძალა

ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების რეალური მიწოდების გარეშე ბანკებს ერთი წლით გადახდები აუკრძალა. მიზეზად „ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“ სახელდება. ამის შესახებ შესაბამის დადგენილებაში წერია, რომელიც ოფიციალური გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ შედის ძალაში.
აკრძალვა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ ავტორიზებულ სახელმწიფო კომპანიებზე არ ვრცელდება.
ივნისში ს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა -ის სანქციების გაფართოების ფონზე რუსულ სატრანსფერო სისტემებთან მუშაობა შეაჩერა. მაშინ შეზღუდვები Mbank-მა, Doscredobank-მა, KICB-მა, Keremet Bank-მა, Kompanion Bank-მა, RSK Bank-მა, KSB Bank-მა და Bai-Tushum Bank-მა შემოიღეს. მოგვიანებით ზოგიერთმა ბანკმა დან გადარიცხვები განაახლა. თუმცა, აგვისტოში ყირგიზეთში 12-მა ბანკმა რუსული ბანკების მეშვეობით ფულადი გზავნილების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ყირგიზეთის ეროვნულმა ბანკმა მაშინ განმარტა, რომ ქვეყანაში არსებული კომერციული ფინანსური ორგანიზაციები ვალდებული არიან, ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად კანონმდებლობა დაიცვან.
ცნობისთვის, 12 ივნისს აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულების განყოფილებაა, მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით რუსეთის ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.
რუსული საწარმოების, დაახლოებით, ნახევარი, რომლებიც უცხოურ კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, გარე გადახდებთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესდა. რუსეთის ბანკის მიერ საწარმოთა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტებმა ე.წ. მეგობარი ქვეყნების ვალუტაში გადახდების მთავარ პრობლემად გადახდის დაბლოკვა ან დაბრუნება, ასევე, მათი ჩარიცხვის ხანგრძლივი ვადები დაასახელეს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი