ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, – ინფორმაციას ბიშკეკის პოლიცია ადასტურებს.
დაკავებულია 33 წლის კაცი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად “კარალეიკას” ნათესავი და ახლო გარემოცვის წევრია.
ბრალდებული ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები.
დაკავებულს ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით