ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, – ინფორმაციას ბიშკეკის პოლიცია ადასტურებს.
დაკავებულია 33 წლის მამაკაცი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად “კარალეიკას” ნათესავი და ახლო გარემოცვის წევრია.
ბრალდებული ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები.
დაკავებულს ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო