ყინულის მოედანი, საახალწლო სოფელი და გასართობი აქტივობები | ახალი წლის მოლოდინი საქართველოში

როგორია საახალწლო მოლოდინი თბილისში? ზეიმის ერთ-ერთი ეპიცენტრი ორბელიანის მოედანი იქნება, სადაც დილიდან მოქალაქეები და საქართველოს სტუმრები საახალწლო სოფელს სტუმრობენ. აქ ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა იმართება, მოწყობილია ყინულის მოედანი და დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად კი ზეიმი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. კონცერტი ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყება.