ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ფოტო: NASA Goddard Space Flight Center
10
წაკითხვა
ზოგადად, ანტარქტიდის ყინულის საფარქვეშ მრავალფეროვანი ლანდშაფტი გვხვდება: მთები, კანიონები, ხეობები და ვულკანებიც კი. 2300 წლისთვის კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ანტარქტიდაში ყინულის საფარის არმქონე მიწა გამოაჩინოს, რომელიც ზომით დაახლოებით პენსილვანიის შტატისხელა იქნება. ამან შეიძლება კონტინენტის გეოგრაფია და გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალოს, რადგან ამ მიწებს მინერალური რესურსების მხრივ უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორებიცაა ზღვის დონის მოსალოდნელი ცვლილებები და დედამიწის ლითოსფეროს სისქის შესახებ ინფორმაცია. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ 2300 წლისთვის დაბალი, საშუალო და მაღალი დნობის პირობებში შესაბამისად 120 610 კმ2, 36 381 კმ2 და 149 კმ2 ზომის მიწები გამოჩნდება.
ამ ადგილებში დიდი რაოდენობით სპილენძი, ოქრო, ვერცხლი, რკინა და პლატინა გვხვდება. სავარაუდოდ, ამ მინერალებით მდიდარი მიწის ყველაზე დიდი ნაწილი იმ ტერიტორიებზე გამოჩნდება, რომლებზე პრეტენზიასაც არგენტინა, ჩილე და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ.
ამჟამად ანტარქტიდაზე მინერალების კომერციული მიზნით მოპოვება ნებადართული არაა, მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით შეიძლება.
თუ ანტარქტიდის მინერალური რესურსების მოპოვება უფრო მარტივი გახდება, კონტინენტზე ტერიტორიული პრეტენზიების მქონე ქვეყნებმა შეიძლება ახალი შეთანხმება მიიღონ. ხელახალი მოლაპარაკების ფანჯარა 2048 წელს გაიხსნება.
ნაშრომის ავტორების აზრით, ანტარქტიდიდან მინერალური რესურსების მოპოვება ყოველთვის რთული იქნება, ამიტომ კონტინენტის მართვასთან დაკავშირებული პროტოკოლები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ისინი ფიქრობენ, რომ ამის ნაცვლად მოსალოდნელი ცვლილებები შეიძლება საერთაშორისო თანამშრომლობისა და გარემოს დაცვის გაძლიერებაზე იყოს ორიენტირებული.
ნაშრომი გამოცემაში Nature Climate Change გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?2252 ნახვა
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა939 ნახვა
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?551 ნახვა
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე123 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა97 ნახვა
გირჩევთ
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
კოსმოსი
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
Sci-Tech
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
მეცნიერება
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა