,, ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა” – შალვა პაპუაშვილი

დიპლომატიური ვიზების შეჩერების შესახებ მსჯელობას ეხმაურება :
,,რა უნდა ვთქვათ, ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა. ასე შეიძლება შეფასდეს. სამწუხაროა, რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ევროპელი ჩინოვნიკები. ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირი ჩართულობა, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ევროკავშირის პროსტ-საბჭოთა წევრები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში, ეს დღისით, მზისით ხდებოდა, დაუფარავად, უხეშად და ქართველმა ხალხმა უარი უთხრა იმაზე, რომ მათი მითითებით აერჩია საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ახლა ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართულ არჩევნებში უკანონოდ და საერთაშორისო სამართის დარღვევით და დამარცხდნენ ამ არჩევნებში.“

ასევე დაგაინტერესებთ