“ყველა ჯგუფი აუჯანყდა ოცნებას” – ტორტის დათვლილი და გადანაწილებული ნაჭრები” – სადღობელაშვილი

გათენდება ხვალინდელი დღე, ხალხს ფეხბურთის მიერ მოტანილი სიხარული ცოტათი დაავიწყდებათ, ლუდის გაუთავებელი ნაბახუსევიც გაივლის, გონებაც გაიწმინდება და გაახსენდებათ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ურყევი ევროატლანტიკური კურსი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა… ხალხი ჯიბეშიდაც და კუჭშიდაც იგრძნობს სიცარიელეს და მიხვდებიან რომ ეკონომიკური წინსვლა საპნის ბუშტია რომელიც მხოლოდ მზის შუქზე ბრწყინავს, თვალს გჭრის მაგრამ ისეთივე “ვოზდუხია” როგორიც ხელისუფლების მიერ დანაპირები კარგი ცხოვრება… გათენდება ხვალინდელი დღე და მოსახლეობა აღმოაჩენს რომ განსხვავებით სახელისუფლებო კარის ბიზნესმენებისა ფული არავის აქვს… აღმოაჩენენ რომ ტორტის არა თუ დაპირებული ნაჭერი, ნამცეციც კი არ შეხვდათ და იქვე გაბრაზებულ ხალხს ოცნების მიერ რეინკარნირებული და ახალი სიცოცხლით სავსე ოპოზიციაც წამოყობს თავს და გულიანად მიასხამს ბენზინს… არც უცხოქვეყნის სპეცსამსახურები დაიშურებენ ძალღონეს და ჩვეული შემართებით შემოგვთავაზებენ მაპროვოცირებელ “სქემებს” წინა საარჩევნოდ! ხალხის მღელვარებას მეორეს სამაგალითოდ დასჯილ-დასანქცირებული ძალოვანები თუ დააოკებენ, მძიმე ხელით და მსუბუქი ტვინით! – 12 წელი დიდი დროა, მით უფრო იმ პირობით რომ გუნდის განახლების ერთადერთ გზად კარგად მივიწყებული ნაცდუბლების გადმობირებაა… – ყველა ჯგუფი აუჯანყდა ოცნებას, აღარ ყავთ უანგარო გულშემატკივარი, ყველა ტოტი მოიჭრა, ყველა ხიდი დაინგრა, ყველა ქვა ოსროლეს… ყველას მოუნდა ტორტის ნაჭერი, პატრიოტებს, ალტ ინფოს, გახარიას, მადამ პრეზიდენტს… ყველას! არა და ტორტის ნაჭრები მკაცრად დათვლილი და გადანაწილებულია, საინტერესოა რომელს აღარ შეხვდება და ვის დაუთმობენ?!