ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით

ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით
ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და ის, რაც მათ სურთ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ, რასაც მხარს უჭერენ, უნდათ, რომ ეს იყოს რეალობა. სინამდვილეს ქართველი ხალხი ხედავს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრულად გარედან წახალისებული ძალადობის და რადიკალიზმის ტალღა, რომელიც მათ სურთ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და თავისი წარმოსახვა უნდათ, რომ რეალობად წარმოაჩინონ.
„რაც შეეხება არჩევნებს, ყველაზე ბოლო გამოკითხვებით, რომელიც Le Figaro-ს მიერ ჩატარდა, საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო . ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას