ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი – “უოტფორდმა” ისევ მოიგო

ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და დუბლი შეასრულა.
“ჩაკვე” 84-ე წუთზე შეცვალეს და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.2, sofascore 8.2, flashscore 8.1.
უოტფორდი – სტოკი 3:0
გოლები: 1:0 კაიემბე (47), 2:0 ენდრიუსი (49), 3:0 კაიემბე (73)