“ყველა ქართველს გვერდით დავუდგები და მხარს დავუჭერ” – ორი ქართველი -ში და წარმატების ამბავი

“წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველს, გვერდით დავუდგები და მხარს დავუჭერ. ბევრი წარმატება, შენ, თამო!” – წერს სოციალურ ქსელში -ში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ალექსანდრე ზაზარაშვილი თამო ვაშალომიძის შესახებ.
ცოტა ხნის წინ მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აშშ-ში გამემგზავრა. როგორც მან განმარტა, იქ საკუთარი ბრენდის პრეზენტაციისთვის ჩავიდა. მან ვრცელი მიმართვაც ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ ეს მისი ახდენილი ოცნებაა, ნიუ-იორკის ქუჩებიდან კი გამომწერებს არაერთი კადრი გაუზიარა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით “ნიჭიერი” გაიცნო. პატარა ბიჭის საოცარი ხმა მალევე შეიყვარა მსმენელმა და მის გულშემატკივრად იქცა. ალექსანდრე ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა დიდ თუ მცირე კონკურსა და პროექტში, მოგვიანებით კი ბედი საზღვარგარეთ, ში სცადა. იქ მოპოვებულმა გამარჯვების სიხარულმა კი მთელი საქართველო მოიცვა.
მოგვიანებით, 2020 წელს ალექსანდრე აშშ-ში წავიდა, სადაც არაერთ ცხოვრებისეულ თუ კარიერულ პრობლემასთან მოუწია გამკლავება. ამას თან დაერთო გარდატეხის ასაკი და ხმის ცვლილება. მაშინ ალექსანდრეს ცხოვრებაში გამოჩნდა ძალიან ცნობილი პროდიუსერი დეივ შონვეტერი, რომელიც ახალგაზრდა მომღერალს სირთულეების დაძლევასა და წინსვლაში დაეხმარა.
ახლა ალექსანდრე აშშ-ში ცხოვრობს, სამშობლოს ხშირად სტუმრობს და ამბობს, რომ წინ დიდი გეგმები აქვს!
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს “ფეისბუკის”, “ინსტაგრამისა” და “ტიკ-ტოკის” საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
“პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი “მის ბიკინი” ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ “მის თავისუფლება” ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში “პრესის რჩეული” გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი.”
თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
“ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა.” – ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.