,,ყველა ფორმალური პროცესიდან ის (ბიძინა ივანიშვილი) არის ჩრდილში გადასული’’-ლევან კობერიძე

BRANDING.GE-ს დამფუძნებელი და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ყველა ფორმალური პროცესიდან ჩრდილშია გადასული. ყოფილმა კანონმდებელმა განცხადება ,,პალიტრანიუსის” გადაცემა ,,360 გრადუსში” გააკეთა. ლევან კობერიძე განმარტავს, რომ ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა თავად მისი არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არც ერთ ფორმალურ პროცესში არ მონაწილეობას და ეს ფაქტიც ამას ადასტურებს.
,,მან (ბიძინა ივანიშვილმა) დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატი და ხმას არ აძლევს თვითონ. მას ჰქონდა შანსი. პრეზიდენტობის კანდიდატს პარლამენტების წევრები და ხმოსნები აძლევენ ხმას. ყველა ფორმალური პროცესიდან ის (ბიძინა ივანიშვილი) არის ჩრდილში გადასული. ანუ პრეზიდენტსაც კი, ყაველაშვილსაც კი ის ხმას არ მისცემს. დაასახელა კანდიდატად, წარგვიდგინა და თვითონ ხმას არ აძლევს. მიეცა ხმა და თვითონ გასულიყო პარლამენტიდან.”- განაცხადა ლევან კობერიძე.