“ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს… ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში” | ზელენსკი

“ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე და სთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“მიღებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. მეც ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, – წერს ზელენსკი.
The #EUCO decision to open EU accession negotiations with Ukraine and Moldova has been adopted.

I thank everyone who worked for this to happen and everyone who helped. I congratulate every Ukrainian on this day.

I also congratulate Moldova and personally @SanduMaiamd.…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 14, 2023