„ყველა უკლებლივ ფსკერზე ხართ, ვინც ამას რაიმე ფორმით “აპრავებთ” ფსკერზე ხართ!“ – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
„1978 წელს ქართული ენის დაცვის დროს, უნივერსიტეტის ეზოში ჯავშან ტექნიკა- წყლის ჭავლის მანქანები არ იდგა , არც კარი იყო დაკეტილი და არც სპეცნაზი იდგა , ჩვენი მშობლები ( ჯანსუღ ჩარკვიანი ,ნოდარ დუმბაძე , გოგოებო ხომ ასეა?!) ჯერ ეზოში, შემდეგ სააქტო დარბაზში იყვნენ სტუდენტებთან ერთად , არც რექტორს ( არცერთ რექტორს -არც ერთ რექტორს ) უკადრებია მსგავსი სიბინძურე , ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია უნივერსიტეტისთვის, რასაც ეს სამარცხვინო “რექტორი “ სჩადის ,
ეს ხდებოდა გაგანია კომუნისტური რეჟიმის დროს.
ტფუ ფურთხის ღირსი ხართ ივანიშვილის მონებო!!!!!! ყველა უკლებლივ ფსკერზე ხართ, ვინც ამას რაიმე ფორმით “აპრავებთ” ფსკერზე ხართ!
მაშინ ერთად ვიყავით, სახელმწიფო ენას გვართმევდნენ რუსები!
ახლა ს უფლებას – ხმის უფლებას ანუ სახელმწიფოს გვართმევენ ისევ რუსები !“