ყველა ტყვია გაისროლეს, დარჩა ეს საკრალური მსხვერპლი, რომელზეც განცხადება სუს-მა გააკეთა – ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაზე

სიძულვილია ამათი მამოძრავებელი ძალა. თუ არ გძულს ამას ვერ გააკეთებ, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აქციის მონაწილეების მხრიდან სასახლის დაწვასთან დაკავშირებით, რომელზეც მაცხოვარი იყო გამოსახული.
მისი თქმით, ამ ნაბიჯით მომიტინგეები ცდილობენ შიში დათესონ.
„ეს არის ფაშიზმი ლიბერალიზმის სახელით. შეუძლებელია სიძულვილის გარეშე ცეცხლი მოუკიდო „მოლოტოვის კოქტეილს“ და ცოცხალ ადამიანს ცეცხლი გაუკიდო. ასეთი რამე საქართველოში არ ყოფილა. 35 წელია აქციებზე ვდგავარ, ერთხელ ქვა არ მისვრია. მუშტრით მიჩხუბია, 2007 წელს სააკაშვილის რეჟიმი თავს დაგვესხა მოშიმშილეებს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ის ასევე, გამოეხმაურა ს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მისთვის მიუღებელია 2007 წლის აქციების დღევანდელ მოვლენებთან პარალელის გავლება. ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, რატომ აქვს მას წვდომა მათ შორის სოციალურ ქსელებთან, რომელიც სხვა პატიმრებს არ აქვთ.
ჯონდი ბაღათურიამ ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რადიკალებს რესურსი ამოეწურათ, ამიტომ მათ სჭირდებათ „მსხვერპლი“.
„ყველა ტყვია გაისროლეს, დარჩა ეს საკრალური მსხვერპლი, რომელზეც განცხადება სუს-მა გააკეთა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

არსებული პოლიტიკური თავისუფლებიდან გამომდინარე „TBC ბანკი“-ის მოგებამ პირველ 9 თვეში 894 777 539 ლარი შეადგინა, ხოლო „თეგეტა მოტორსი“-ს – 57 569 000 ლარი 6 თვეში. ასეთ ვითარებაში დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივდება