ბაკალავრიატთან ერთად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზეც უფასო იქნება.
შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, დეპუტატებს წარუდგინა.
ზვიად გაბისონიას თქმით, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა გადასახადის გარეშე გახდება შესაძლებელი და მოქმედი საგრანტო სისტემა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით შეიცვლება.
განათლების რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.




