ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები –

ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ არიდებს თავს რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მას ის არ მოსწონს“.
„მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. პუტინმა თქვა: „ პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო ომი არ დაიწყებოდა“. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, გასული ორშაბათის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიდევ ჰქონდა.
„ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ipn.ge