ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც იყო დაგეგმილი, უკვე ბელარუსშია | ლუკაშენკო

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მიწოდებაც ბელარუსისთვის იყო დაგეგმილი, უკვე ქვეყანაშია – ”ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია.” – ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი.
მისი თქმით, მიწოდების პროცესი ოქტომბერში დასრულდა.
შეგახსენებთ, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებას ბელარუსისა და ს თავდაცვის მინისტრებმა 25 მაისს მოაწერეს ხელი.