ყველა პირი რომლის ამ საქმეში მონაწილეობა ფაქტებით დადასტურდება, სამართლებრივი ხარისხის გათვალისწინებით უნდა იქნეს დასჯილი, უნდა მოხდეს მათი გასამართლება კანონის სრული სიმკაცრით

ყველა პირი რომლის ამ საქმეში მონაწილეობა ფაქტებით დადასტურდება, სამართლებრივი ხარისხის გათვალისწინებით უნდა იქნეს დასჯილი, უნდა მოხდეს მათი გასამართლება კანონის სრული სიმკაცრით
„ხალხის ძალის“ წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.
მეგრელიშვილის თქმით, ომის პარტიას სურს ქართულ სახელმწიფოში დააბრუნოს სისხლიანი ხელებით პოლიტიკის კეთება. მათი მიზანი აწარმოონ აგრესიული პოლიტიკა, პოლიტიკურ შინაარსსაც გასცდა და ფაქტებით დასტურდება, რომ ის, ვინც ხელს უშლის და ეწინააღმდეგება მათი თამაშის წესს დაექვემდებარება ფიზიკურ ლიკვიდაციას.
მისივე თქმით, ყველა პირი რომლის ამ საქმეში მონაწილეობა ფაქტებით დადასტურდება მათი ამ საქმეში მონაწილეობის სამართლებრივი ხარისხის გათვალისწინებით უნდა იქნეს დასჯილი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები მიზნად ისახავდა, ქვეყანაში არეულობის მოწყობას და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.
მინაწერი: გლობალური ომის პარტია ღია გაცხადებულ ომს უცხადებს “ქართულ ოცნებას”, ამ ძალის პოლიტიკური შინაარსი, ეროვნულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური ხელწერა და მშვიდობის სურვილი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია გლობალური ომის პარტიისათვის.
ომის პარტიას სურს ქართულ სახელმწიფოში დააბრუნოს სისხლიანი ხელებით პოლიტიკის კეთება. მათი მიზანი აწარმოონ აგრესიული პოლიტიკა, პოლიტიკურ შინაარსსაც გასცდა და ფაქტებით დასტურდება, რომ ის ვინც ხელს უშლის და ეწინააღმდეგება მათი თამაშის წესს დაექვემდებარება ფიზიკურ ლიკვიდაციას.
ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით.
ყველა პირი რომლის ამ საქმეში მონაწილეობა ფაქტებით დადასტურდება მათი ამ საქმეში მონაწილეობის სამართლებრივი ხარისხის გათვალისწინებით უნდა იქნეს დასჯილი! უნდა მოხდეს მათი გასამართლება კანონის სრული სიმკაცრით.
ყველას სახელი და გვარი უნდა იქნეს ცნობილი და საჯაროდ გამოტანილი! საჭირო იქნება მათი სხვა ქვეყნის მიერ გადმოცემა?! უნდა იყვნენ გადმოცემულნი!
საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც კანონი
ყველასათვის ერთნაირი დავალებაა და ყველა, ვინც დაარღვევს კანონს, ჩაიდენს ან დაგეგმავს დანაშაულს უნდა იქნეს სათანადო ფორმითა და წესით დასჯილი.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს