“ყველა პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება, გამარჯვებისთანავე” – გიორგი ვაშაძე

„გამარჯვების კოალიცია“, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიონერებს საპენსიო სესხების განულებას ჰპირდება. ამასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ განაცხადა.
„ნომერ პირველი, რასაც ყველა პენსიონერს ვპირდებით, 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი ამის უფლებამოსილება გვექნება, პირველი რაც მოხდება, ყველა საპენსიო სესხი განულდება. ამას ჩვენ უზრუნველყოფთ. პირველი დიდი ნაბიჯი, რის პირობასაც ყველა პენსიონერს ვაძლევთ. რაც შეეხება პენსიის ზრდას – აუცილებლად ეს მოხდება და უფრო მეტს ვიტყვი, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ იმდენად გაზრდის შემოსავლებს ბიუჯეტში, რომ შეგვიძლია ღირსეული პენსია მივცეთ ყველას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”