„ყველა პაციენტი, რომელსაც კონკრეტული საჭიროება ჰქონდა, კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში უზრუნველყოფილია. ეს პროცესი ბუნებრივია გრძელდება“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში მყოფ პაციენტებთან აქტიური კომუნიკაციითა და სააფთიაქო ქსელებთან თანამშრომლობით, აღნიშნული პროცესი ეფექტურად იმართა.
„რეგიონში არსებული სააფთიაქო ქსელებთან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში წარიმართა ჩვენი ურთიერთობა, რისთვისაც ასევე მადლობს მინდა გადავუხადო მათ. ყველა ის საჭიროება რომელიც არსებობდა ამ თვალსაზრისით იყო უზრუნველყოფილი, უშუალოდ ადგილზე არსებული მარაგების მეშვეობით იქნებოდა ეს თუ დისტრიბუციის გზით. განხორციელდა საჭიროებების იდენტიფიცირება და აღრიცხვა, იმავე რეჟიმში ხდებოდა მომარაგებაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
რაც შეეხება, სტიქიის ზონაში მყოფ სპეციფიკური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მათთან აქტიური კომუნიკაციის გზით, დაიგეგმა შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
