“ყველა მხარე ცდილობს, ეკლესია და რწმენა გამოიყენოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის” – დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს “ოცნების” ინიციატივას

დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს “ქართული ოცნების” ინიციატივას, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს – ოპოზიციის ნაწილი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ჯერ თავად კანონპროექტს გაეცნობიან და მხარდაჭერის საკითხს შემდეგ გადაწყვეტენ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ამბობს, რომ ვანდალიზმი მიუღებელია, თუმცა ხდება ეკლესიისა და რწმენის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის.
“ჯერ ვნახოთ, თვითონ რა კანონპროექტი იქნება და ამის მიხედვით გეტყვით ჩვენი მხარდაჭერა ექნება თუ არა ამ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, ზოგადად, ნებისმიერი ფორმის ვანდალიზმი და ვანდალიზმი ეკლესიის მიმართ, ცხადია, მიუღებელია და არასწორია და არ შეიძლება ვინმეს მხრიდან მისასალმებელი იყოს, თუმცა ჩვენთვის მთავარი თემა სხვა რამეა. ჩვენთვის მთავარია ის, რასაც ბოლო დღეებია ვუყურებთ, ვხედავთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა მხარე ცდილობს, ეკლესია და რწმენა გამოიყენოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის,” – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, ხელისუფლება ამ საკითხით მანიპულირებს, მისი პარტია კი ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“კერძო პირის ქმედებაზე კამპანიის დაწყება და საკანონმდებლო ინიციატივის შემოტანა, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, ხელისუფლებას სურს გამოიყენოს ეს საკამპანიო თემად, სადაც დააპირისპირებს მოქალაქეებს. პოლიტიკური ქულების დაწერის და ადამიანების ემოციებით და რწმენით მანიპულირების მცდელობაა. შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მივიღებთ,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის შესახებ ბრიფინგი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გუშინ გამართა და სამებაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. საქმე ეხება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას. ამავე ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა