ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება – ირაკლი

მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
„მე ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, არამედ, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება. ეს არის რეალობა. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ სიყალბე, რასაც შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ევროკავშირის ელჩიც კი შეუერთდა ამ დეზინფორმაციულ კამპანიას. მე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მქონდა დღეს საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვა საკითხებთან ერთად და დღეს დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს შესაბამისი მითითება, შესაბამისი დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…