ყველა მაფრთხილებდა “ვითიბი ბანკში”, “რესპუბლიკა ბანკში” რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით – იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან

ყველა მაფრთხილებდა “ვითიბი ბანკში”, “რესპუბლიკა ბანკში” რომ „ს“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით – იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან
გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია “ენესკას” ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის. თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენი იყო „თიბისი“, – ამის შესახებ „შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ.
როგორც ლეონიძემ აღნიშნა, „ვითიბი ბანკსა“ და „რესპუბლიკა ბანკში“ თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ „თიბისი ბანკის“ ნდობა არ შეიძლებოდა და სესხსაც სთავაზობდნენ „თიბისის“ თანხის გადასაფარად. ბიზნესმენის განცხადებით, დააკავეს მას შემდეგ, როცა 52 ავტოგასამართი სადგურიდან და 4 ნავთობბაზიდან სწორედ ბოლო ქონების გადაცემას მოაწერა ხელი ნოტარიუსთან. „ყველა მაფრთხილებდა, შემიძლია დავასახელო გვარები: “ვითიბი ბანკში” კაცია, “ბანკი რესპუბლიკაში” ალავიძე, რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ სესხს მოგცემთ.
აი, “რესპუბლიკა ბანკი” მეუბნებოდა, რომ მოგცემ “თიბისი” ბანკის გადასაფარ თანხას, ოღონდ მაგათ დაანებე თავი. შეყოფილი მქონდა თავი და ვერაფერს ვიზამდი. ზედმეტი დამაჯერებლობისა თუ გარანტიისათვის, გავაკეთეთ ისე, რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ, ანუ ჩემი იყო, მაგრამ 10% იყო რესპუბლიკა ბანკზე, 10% ვითიბი ბანკზე, იყო სამხარაძეზე, კიდევ ერთ კრედიტორზე და დამრჩა ამ კომპანიაში 25% – ისიც ჩემს ახლობელზე მქონდა გაფორმებული. არ არის მგონი დანაშაული არც ახლა, არც მაშინ. ბოლო ქონების გადაცემას მოვაწერე ხელი, ამ 52 ავტოგასამართი სადგურიდან და 4 ნავთობბაზიდან, ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ლეონიძის ბაზას ეძახდნენ მაშინ, “მაგნატის” ნავთობბაზა, დღეს “გალფი” აწერია – მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა იქ მიდიოდა ფასისა და ხარისხის გამო. ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან, იმ დღეს დამაკავეს.“ – აღნიშნა ჯენმალ ლეონიძემ.
Next: საპარლამენტო საგამოძიებო კიმისიის ვითომ დაიგნორებაზე მტაცებელსა და თაღლითს, არაკაც სა და მისნაირ კრიმინალ ხროვას შევახსენებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ – მან უზრუნველყო კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია

სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით – საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება, მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა