“ყველა ლექტორი, მასწავლებელი, რომელიც მხარს უჭერს სტუდენტებს, მოსწავლეებს – გმირია” – რამაზ გიგაური

ყველა ლექტორი, მასწავლებელი, რომელიც მხარს უჭერს თავის სტუდენტებს, მოსწავლეებს ამ ბრძოლაში; ბრძოლაში, რომელიც გვეხმარება თავი დავაღწიოთ ს დამანგრეველ და მომწამვლელ გავლენას, ჩვენი ადგილი დავიკავოთ ევროკავშირში (როგორც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა დაიკავა თავის კუთვნილი ადგილი ევროპის ჩემპიონატში) – ჩემს თვალში გმირია. მადლობა თქვენ – მასწავლებლებო, ლექტორებო, ვისთვისაც თავისუფალი და ევროპული საქართველო სიცოცხლის ტოლფასია.
ხოლო ის მასწავლებლები, ლექტორები, რომლებიც ემორჩილებიან ვიღაც გამგეების, გამგებლების, გუბერნატორების, ვიღაც ზემდგომების ზარებსა და მესიჯებს და ხელს უწყობენ რუსული კანონის მიღებას, ებრძვიან საქართველოს მომავალს, მათ ვეუბნები: ჩემო ძვირფასებო, თქვენ ღალატობთ სოლომონ დოდაშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, პატრიარქ კირიონის, პატრიარქ ამბროსი ხელაიას, 9 აპრილის მსხვერპლთა, სამაჩაბლოში და აფხაზეთში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას. ჩემო ძვირფასებო, თქვენ გატყუებენ და საქართველოს ღალატში გხვევენ. ეს ღალატია! ყველა ადამიანი, რომელიც აპირებს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში შეთრევას, სულ ერთია, სასულიერო პირია თუ საერო პირი, მომავალში შეჩვენებული იქნება ქართველი ერის მიერ. რადგან ისინი მისდევენ სერგო ორჯონიკიძის გზას, რომელმაც უპატაკა მოსკოვში თავის უფროსებს: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“. იცოდეთ, რომ თქვენც ისევე მოგიშორებენ, როგორც სერგო ორჯონიკიძე მოიშორეს. უბრალოდ, დაფიქრდით, რა ახსენებოდა მას, სანამ სასოწარკვეთილმა საფეთქელზე პისტოლეტი მიიდო და სასხლეტს გამოჰკრა. მოიძიეთ, რას ყვიროდა საქართველოს გასაბჭოების ერთ-ერთი ლიდერი ბუდუ მდივანი, რომელსაც დახვრეტის წინ მისი ცოლ-შვილის წამების ხმებს ასმენინებდნენ. ჩემი ძვირფასებო, საქართველო მაინც გადარჩება! იმიტომ კი არა, რომ ის ძლიერია. არა. მის მხარეს არის სიმართლე! სიმართლე – სიკეთეა და მისი არსება – გრძელია. ჩახედეთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს თვალებში და დაფიქრდით, სად გინდათ მათ განათლება მიიღონ – ლონდონის, პარიზის, მადრიდის, ბერლინის და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში თუ ჩიტას, ხაბაროვსკის, ორენბურგის, ირკუტსკის და ვლადივასტოკის უნივერსიტეტებში. ჩემო ძვირფასო სასულიერო პირებო, სად დადიხართ სამკურნალოდ – ევროპაში თუ რუსეთში?! რატომ ირჩევთ რუსეთს? რისი გეშინიათ? რუსეთი ჩვენი მტერია და ევროპა არ არის ჩვენი მტერი. ბოლო 200 წელია ჩვენს გმირებს რუსეთი კლავს და არა ევროპა. ჩემო ძვირფასებო, ნუთუ ამას ვერ ხედავთ, ვერ გრძნობს თქვენი გული?!

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება