ყველა კომერციული ბანკი მკაცრად იცავს სანქციებს, რომ არანაირი ხვრელები არ დარჩეს – ლადო პაპავა

საბანკო სისტემის მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ყველა კომერციული ბანკი მკაცრად იცავს ამ სანქციებს, რომ არანაირი ხვრელები არ დარჩეს, – განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ნახსენებ შავ ფულს – თუ ჩვენი ბანკები ამას იცავენ, ისინი ვერანაირად ვერ შემოვლენ, თუ არ იქნება ჩემოდნებით, კონტრაბანდით შემოტანილი ფული.
როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი ში და შემოდიოდნენ დან, ბელარუსიდან, უკრაინიდან მოქალაქეები, მათ მოჰქონდათ თანხები, მაგრამ ერთ წელიწადში მათმა დიდმა ნაწილმა (ვგულისხმობ რუსებს) საქართველო დატოვეს, ამიტომ დღეს ეს ფაქტორი რომ იყოს განმაპირობებელი, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგვცემდა ამ პროგნოზებში ოპტიმისტურ შეფასებებს.
რაც შეეხება ოპოზიციის შეძახილებს, მიმართულია იქითკენ, რომ ხალხს შეექმნას განცდა, რომ რისკები იზრდება და უფრო მეტად მოიცილოს ქართული ლარი, რაც გათვლილი იმაზე, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გადავიდეს ეკონომიკურ კონტექსტშიც და აისახოს ლარის გაუფასურებაში და ინფლაციის მაღალ დონეში“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.