ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ყველა ის პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ჩემი აზრით, თავს დაიმარხავს უბრალოდ.
საპროტესტო ელექტროატი მათ ხმას აღარასდროს მისცემს და მერე იძახონ, რა ვქნათ, აბა, რეგიონებში პარტიული ორგანზიაციები დაგვეშლება, რადგან იქ ჩვენს წევრებს საკრებულოში უნდათ, ხელფასი უნდათ და ა.შ.
ეგეთი წევრები, რომლებიც პარტიებში მარტო ხელფასის გამო არიან, მერე მარტივად იყიდებიან ხელისუფლებაზე და სწორედ მათი დამსახურებაა, რეგიონებში როგორც უნდა, სადაც უნდა და რამდენიც უნდა იმდენ ხმას რომ გახევთ „ოცნება“
ვის ადარდებს ამ სიტუციაში თქვენი პარტიული უჯრედები და უიდეო, ხელფასზე გამოკიდებული წევრები მაშინ, როცა თქვენვე გაიძახით, ქვეყანას ვკარგავთო?! მაგ წერვებს, როცა მოუნდება, მაშინ გადაიბირებს „ოცნება“ თქვენზე მეტი ფულის შეთავაზებით.
(მაგალითად, გახარიას პარტიას 2025-ის არჩევნებზე დაახლოებით 60 000 ხმა აახია ასე „ოცნებამ“ სამეგრელოსა და აჭარაში. ნაცების 200 000 ხმა დღემდე არავინ იცის სად გაქრა. მე ეჭვი მაქვს, ისინიც უბრლაოდ იყიდა „ოცნებამ“, რადგან ყველა პარტიას რეგიონებში ასე ხელფასზე გამოიკიდეული წევრები ყავს)
არჩევნებს ბოიკოტი რომ გამოვუცხადოთ მერე რა ხდებაო?
და არჩევნებში რომ მიიღებთ მონაწილეობას და რამდენიმე საკრებულოში ორ კაცს გაიყვანთ, მერე რა ხდება? რამე სასიკეთოდ იცვლება ქვეყანაში?
ცუდი რა მოხდება მე გეტყვით: აქამდე შემორჩენილ საპროტესტო მუხტს საბოლოოდ მოკლავთ, საპროტესტო ელექტორატის ნდობას საბოლოოდ დაკარგავთ (ისედაც დიდი არ გავქთ ეს ნდობა) და საერთაშორისო ასპარეზზე ამ არაღიარების პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოანგრევთ
და კიდევ: არჩევენებზე საპროტესტო ელექტორატი რომ არ მივა, ისეთ დაბალ შედეგს დადებთ, „ოცნების“ დასაცინიც გახდებით.“
