ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება

ყველა ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაინიცირდა, წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, თითოეული დაინიცირებული კანონპროექტი ერთად წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს, რათა ბოლომდე იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება.
„ეს არის, სინამდვილეში, „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტი, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, კანონმდებლობით და ამას ემსახურება თითოეული ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, ეს ეხება, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, სადაც კიდევ უფრო მეტი სიმკვეთრეა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და იგივე ეხება სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ყოველგვარი საფრთხისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი და ამისათვის იქნება მიღებული ის კანონები, რომელიცაა დაინიცირებული,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში

ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე