ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს

ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა , რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს
პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „იმედის კვირის“ ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ იყო ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში ყველა მიმართულებით.
„ეს ეხებოდა, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება და ასეთ დროს საზოგადოებას ჰქონდა ერთგვარად იმედიც კი გადაწურული, რომ ეს მდგომარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო, თუმცა ზუსტად ამ დროს, პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს.
იგივე, რომ ავიღოთ მდგომარეობა, როგორიც იყო მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც ფიქსირდებოდა სისტემური წამების პრაქტიკა, არაადამიანური მოპყრობა, დღეს ვითარება, ყველამ იცის, რომ არის რადიკალურად განსხვავებული. იგივე ხდებოდა ქუჩაშიც, სადაც, მაგალითად 150-ზე მეტი ადამიანი უბრალოდ ქუჩაში მოკლეს. ხშირ შემთხვევაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ კრიმინალთან, თუმცა მათ იმეტებდნენ ძალიან მარტივად იმიტომ, რომ ეს იყო მაშინდელი რეჟიმის დაკვეთა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას